ახალი ამბები
სოფელ ობჩაში ამომრჩევლები მიკროავტობუსებით გადაიყვანეს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ 1 ობჩის №14 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების მიკროავტობუსებით გადაყვანის ფაქტი დაფიქსირდა.

თვითმხილველების თქმით, ისინი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან.

მიკროავტობუსების მძღოლების განმარტებით, მათ ამომრჩევლები საკუთარი ხარჯებით გადაჰყავთ.

სოფელ 1 ობჩის №14 საარჩევნო უბანზე სულ 979 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

12 საათის მონაცემებით, ამ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 142–მა პირმა გაიარა.

ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 28 261 შეადგენს. აღნიშნულ ოლქში ბაღდათის 30 და ზესტაფონის 7 უბანი შედის.



რეზი ბურჯანაძე
Print