ახალი ამბები
ჭიათურაში 12 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 7 148-მა ამომრჩეველმა მიიღო
FaceBook
ჭიათურაში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა ფიქსირდება.

#56 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მამუკა სამხარაძის განმარტებით, 12 სააათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 7 148-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 16,5%-ია.

მისი თქმით, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია.

სამხარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოლქსა და საუბნო საარჩევნო კომისიებში საჩივარი დაწერილი არ არის.

ამომრჩეველს ჭიათურაში "ქართული ოცნების" კანდიდატს, სულხან მახათაძესა და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელს, თეიმურაზ გაფრინდაშვილს შორის უწევს არჩევანის გაკეთება.


ჭიათურაში სულ 43 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print