ახალი ამბები
ზესტაფონში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა
FaceBook
12 საათის მონაცემებით ზესტაფონის სამაჟორიტარო ოლქში არჩევანი 7 352-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14, 67% -ია.

ზესტაფონის #51 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კახნიაშვილის განმარტებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და საოლქოში არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

კახნიაშვილის განმარტებით, არჩევნების პორველ ტურთან შედარებით მეორე ტური დაბალი აქტივობით გამოირჩევა.

"პირველ ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათის მონაცემებით 18% შეადგენდა," - აღნიშნა კახნიაშვილმა.

ზესტაფონის სამაჟორიტარო ოლქში სულ 46 საარჩევნო უბანია გახსნილი და 50 105 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print