ახალი ამბები
ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი დაიწერა
FaceBook
ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისია 12 საათის მდგომარეობით ამორჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემებს ავრცელებს.

კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის 37-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 4836 მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17.11% შეადგენს.

ბაღდათის №52 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 2 საჩივარი შევიდა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა შეავსეს.

ერთი საჩივარი, ორგანიზაციის დამკვირვებელმა ვარციხის №9 საარჩევნო უბანზე დაწერა, სადაც ამომრჩეველმა ბიულეტენი, კაბინის ნაცვლად, რეგისტრატორის მაგიდაზე შემოხაზა, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრატორი ამის უფლებას არ აძლევდა.

ამომრჩევლის განმარტებით, მას მხედველობის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ბიულეტენი კაბინაში ვერ შემოხაზა.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა მეორე საჩივარი სოფელ საკრაულაში # 21 საარჩევნო უბანზე დაწერა.

აღნიშნულ უბანზე ერთმა ამომრჩეველმა მარკირების სითხის თითზე დასხმაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, მას ხმის მიცემის უფლება მაინც მის მისცეს.

თუმცა, საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა ახსნა–განმარტება დაწერა, რის საფუძველზეც პიროვნება, რომელმაც მარკირებაზე აური განაცხადა, ხმის მიცემის პროცედურებს ამ უბანზე მეორედ ვერ გაივლის.

ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 28 261 შეადგენს. აღნიშნულ ოლქში ბაღდათის 30 და ზესტაფონის 7 უბანი შედის.





Print