ახალი ამბები
ქუთაისში არჩევნებზე 12 საათისთვის ამომრჩეველთა 11,5% მივიდა
FaceBook
ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამორჩეველთა აქტივობის 12 საათიან მონაცემებს ავრცელებენ.

კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 18 598 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 11,5 % შეადგენს.

#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა აქტოვობა ჯერ კიდევ დაბალია.
"ველოდებით გააქტიურებას. დღეს კვირა დღეა, ხალხი ისვენებს. საღამოს ველოდებით აქტიურობის ზრდას,"– განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 27 943-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 17,28 % შეადგენდა.

ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში მეორე საჩივარი შევიდა.

"#80 უბანზე საკონტროლო ფურცელს კომისიის სამმა წევრმა ხელი არ მოაწერა. ეტყობა დაავიწყდათ," – ამბობს #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო უბანია.

ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 478 042 შეადგენს.


Print