ახალი ამბები
ქუთაისში #90–ე უბანზე, სადაც 8 ოქტომბერს ინცინდენტი მოხდა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის #90 საარჩევნო უბანზე, სადაც 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ღამეს ინცინდენტი მოხდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა.

12 საათის მონაცემებით, უბანზე საკუთარი არჩევანი 203 ამომრჩეველმა გააკეთა.

კომისიის თავმჯდომარის, ვალოდია გელხვიიძის თქმით, დარღვევები არ დაფიქსირებულა.

#90 საარჩევნო უბანზე სულ 1 230 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

2016 წლის 8 ოქტომბერს #90-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდენენ, რა დროსაც ტელეკომპანია GDS-ისა და "იბერიის" ტელეკამერები დაზიანდა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს

მომხდართან დაკავშირებით, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს, სადაც ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები გააპროტესტეს.

მედიის წარმომადგენლებმა #90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინცინდენტის დროული გამოძიება მოითხოვეს.
Print