ახალი ამბები
ბაღდათში 10 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 1 780–მა ამომრჩეველმა მიიღო
FaceBook
ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისია 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შედეგებს ავრცელებს.

კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის 37-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 780 მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.3 % შეადგენს.

ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 28 261 შეადგენს. აღნიშნულ ოლქში ბაღდათის 30 და ზესტაფონის 7 უბანი შედის.

ბაღდათი-ხარაგაულის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოქში კი სულ 48 165 ამომრჩეველია რეგისტრირებული.



Print