ახალი ამბები
"რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძე პარტიას ტოვებს
FaceBook
"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნატო ქათამაძე პარტიას ტოვებს.

"ვადასტურებ, რომ ვტოვებ პარტიას. ჯერ ოფიციალურად არ წამოვსულვარ, მაგრამ მალე მოხდება ესეც," - აცხადებს ნატო ქათამაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.

მისი თქმით, პარტიიდან წასვლა არ უკავშირდება "რესპუბლიკელების" ლიდერის, დავით უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვებას და მან ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღო, თუმცა, არჩევნების დასრულებამდე ინფორმაციის გაჟღერებას არ აპირებდა.

იგი გადაწყვეტილების  მიზეზად კოლეგებთან აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.

"იყო აზრთა სხვადასხვაობა. მეც არ მომწონდა ბევრი რამე და ამას ღიად ვაფიქსირებდი",-აცხადებს ნატო ქათამაძე.

საკრებულოს დეპუტატი  აქტიური პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა, უახლოეს გეგმებზე არ საუბრობს.

იგი ასევე არ აკონკრეტებს, გეგმავენ თუ არა პარტიიდან წასული "რესპუბლიკელები" ახალი პარტიის შექმნა, თუმცა, ღიად აფიქსირებს, რომ დავით უსუფშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობას აპირებს.

ნატო ქათამაძე  2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "რესბულიკური პარტიის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

მან ქუთაისის # 48-ე ოლქში ამომრჩეველთა ხმების 3,25% მიიღო. 



Print