ახალი ამბები
10 საათისთვის ქუთაისში ხმის მიცემის პროცედურა 7 293 ამომრჩეველმა გაიარა
FaceBook
ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამორჩეველთა აქტივობის 10 საათიან მონაცემებს ავრცელებენ.

კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 7 293 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 4,51 % შეადგენს.

#59 საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა აქტოვობა საკმაოდ დაბალია.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 10 საათისთვის მონაწილეობა 12 287 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 7,6 % შეადგენდა.

ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა, რაც #112 უბანზე საკონტროლო ფურცლის შეცდომით შევსებასთანაა დაკავშირებული. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო უბანია.

ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 478 042 შეადგენს.

Print