ახალი ამბები
ISFED არჩევნების მეორე ტურზე - განვაგრძობთ დაკვირვებას
FaceBook

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) საპარმანეტო არჩევნების მეორე ტურს მობილური ჯგუფებით ყველა სამაჟორიტარო ოლქში დააკვირდება.


ამის შესახებ ISFED - ის ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ გავაგრძობთ მეორე ტურზე დაკვირვებას, გვექნება სისტემატიური კონტაქტები მედიასაშუალებებთან და იმუშავებს ჩვენი მობილური ჯგუფები ყველა მაჟორიტარულ ოლქში," - ამბობს თეონა გოგიშვილი.

"სამართლიანმა არჩევნების" წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც შეაფსეს.

ISFED - ის ქუთაისის ოფისის კოორდინატორის თეონა გოგიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ორგანიზაციის მიერ სულ 244 საჩივარი დაიწერა.

"ძირითადად პროცედურულ დარღვევები იყო, აღმოჩენილი იქნა არაჯეროვნად შევსებული შემაჯამებელი ოქმები, გადასწორებები, ბალანსის არარსებობა, ბიულეტენების მეტობის და ნაკლებობა," - ამბობს გოგიშვილი.

საჩივრების უმეტესობა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის, მათ მიერ არაჯეროვნად მოვალობის შესრულებას ეხება.

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგნლები საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ არჩევნების პირველ ტურზე გამოვლენილი პრობლემები გაითვალისწინონ და გასწიოს ძალისხმევა მათი აღმოფხვრის მიზნით.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.

 





 

 

Print