ახალი ამბები
2002 წლიდან დღემდე ჩატარებულ არჩევნებში მილიონამდე ბიულეტენი გაბათილდა
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2002 წლიდან დღემდე, საქართველოში ჩატარებული არჩევნებში მილიონამდე ბიულეტენი გაბათილდა.

მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობამ 857 327 შეადგინა. 63 000-ზე მეტი ბიულეტენი ჩაითვალა ბათილად 2008 და 2013 წლების საპრეზიდენტო არჩევნების დროს. 

ხოლო, ადგილობრივი თვითმმართველობს არჩევნების პარალელურად ჩატარებულ გამგებლისა და მერის არჩევნებში, 67 031 მოქალაქის ხმა გაბათილდა.

მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში კი მიღებული ხმების საერთო რაოდენობაში 137 589 ბიულეტენი არ ჩაითვალა.

ცესკოს ინფრომაციით, 2002 წლიდან დღემდე, 987 588 ბიულეტენი გაბათილდა.
Print