ახალი ამბები
ოკაცეს კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
FaceBook

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში, ოკაცეს კანიონზე ტურისტული ინფრასტურქტურის მოწყობა იგეგმება.


კინჩხას ჩანჩქერთან ვიზიტორთა ცენტრის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტომ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს 50 845 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება 2016 წლის 9 ნოემბრიდან დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ ოკაცეს კანიონზე "მიმწოდებელმა" უნდა მოაწყოს მცირე საინფორმაციო კუთხე, სამზარეულო, სეიფით აღჭურვილი 2 სალარო ოთახი და ბარგის შესანახი ადგილი.

ასევე, უნდა განახორციელოს არსებული პარკინგიდან ვიზიტორთა ცენტრამდე ჩასასვლელი გზის მოკირწვლის და განათების სამუშაოები, განათავსოს საინფორმაციო დაფები. ასევე, მოაწყოს ფოტოსურათების გადასაღები ბაქანი #1 ჩანჩქერთან, ექსტრემალური გადასახედი ბაქანი სპირალური ჩასასვლელით #2 ჩანჩქერთან, ბაქანთან უნდა განათავსოს გამაფრთხილებელი და ქცევის წესების აბრები, ტერიტორია უნდა იყოს შემოფარგლული ღობით, ასევე, უნდა მოაწყოს დასაბრუნებელი ბილიკი.

ოკაცეს კანიონზე მოწყობილი ინფრასტრუქტრურული სივრცე შშმ პირებისთვის ადაპტირებულიუნდა იყოს.


 

Print