ახალი ამბები
გამოით ლუბოი, პახმელია, დაგვნებდი - საფეხბურთო გუნდები ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში შიდა საუნივერსიტეტო საფეხბურთო გუნდები, რომლებიც ფაკულტეტების მიხედვითაა შექმნილი, სახალისო და უცნაური სახელებით გამოირჩევიან.
გამოით ლუბოი, პახმელია, დაგვნებდი, ფ.ჩ.რ - ეს იმ საფეხბურთო გუნდების სახელწოდებებია, რომლებიც დანარჩენი გუნდების სტანდარტული სახელებისგან განსხვავდება.
როგორც საფეხბურთო გუნდის "გამოდით ლუბოი" - ს კაპიტანი თორნიკე გუბელაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, ასეთი სახელწოდებით ხაზს თავიანთ დაუმარცხებლობას უსვამენ.
"ძალიან აზარტულები და მონდომებულები ვართ, ეს სახელი ერთგვარი გამოწვევაა, ჩვენ დაუმარცხებლები ვართ და სწორედ ამას ვუსხვამთ ხაზს, ასევე არის გარკვეული იუმორიც,"- ამბობს თორნიკე გუბელიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
საფეხბურთო გუნდის კიდევ უფრო უცნაური სახელი, რომელიც როგორც გუნდის წევრები ამბობენ, თავდაპირველად გარკვეულ უხერხულობას ქმნის, სულ სხვაგვარად იშიფრება.
"სულაც არ არის უხერხული, აბრევიატურა ფ.ჩ.რ - იმიტომ, რომ ეს ინიციალები, ფეხბურთი ჩვენი რწმენაა, მხოლოდამხოლოდ ამ შინაარსით იშიფრება,"- ამბობს გუნდის კაპიტანი.
ქუთაისის უნივერსტიტეტში ფაკულტეტების მიხედვით სულ 32 საფეხბურთო გუნდია.
ქუთაისიპოსტი
Print