ახალი ამბები
ქუთაისში ენერგეტიკის საკითხებზე მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
FaceBook

ენერგეტიკა– რეგიონული პრობლემები და განვითარების პერსპექტივები – ეს ის ძირითადი თემებია, რომელზეც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსჯელობენ.


კონფერენცია 6 სექციისგან შედგება, რომელთაგან წამყვანი ელექტროენერგეტიკული მრეწველობის ტექნოლოგია, განახლებადი ენერგიის წყაროები და ენერგოეფექტიანობაა.

"ცალკე სექცია ეძღვნება ენერგეტიკის რეგულირების და მართვის საკითხებს და ასევე, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვით თემებს", – ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ასპოცირებული პროფესორი, ქეთევან ცხაკაია.

ენერგეტიკულ საკითხებზე პირველი კონფერენცია წერეთლის უნივერსიტეტში 2010 წელს ჩატარდა.

მასში როგორც აღნიშნული სასწავლებლის, ასევე, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობს. კონფერენციას, ასევე თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მოწვეული მონაწილეები ესწრებიან.

სამეცნიერო კონფერენცია აწსუ–ში დღეს დასრულდება.


 

Print