ახალი ამბები
დიმიტრი უზნაძის 130 წლის უიბილეს წერეთლის უნივერსიტეტში კონფერენციით აღნიშნავენ
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა.


"დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო შემოქმედება და ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემატიკა " - ეს ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა გახლავთ.

შეხვერდა წერეთლის უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის დეპარტამენტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოოგისა და განათლების ფაკულტეტის და დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

"ფსიქოლოგთა საზოგადოებამ გადაწყვიტა გაემართა კონფერენცია ქუთაისში, რადგან უზნაძე აქ სწავლობდა და აქვე მოღვაწეობდა," - განაცხადა საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრმა, ირაკლი იმედაძემ.

კონფერნციის გახსნას ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტის რექტორი, გია შარვაშიძე დაესწრო.

"დიმიტრი უზნაძე არ არის მხოლოდ ფსიქოლოგი. ის იყო პედაგოგიკის დამფუძნებელი. ის მრავალმხრივი და საინტერესო მეცნიერი იყო. მიხარია, რომ დღევანდელი დღე ასეთი კონფერნციით აღინიშნა და ქუთაისში არ ივიწყებენ, ასეთი რანგის მოაზროვნეებს," - განაცხადა გია შარვაშიძემ.

დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ორდღიანია. ის მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დისკუსია-განხილვით დასრულება.

 

Print