ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში "სტუდენტური დღეები" 7 ნოემბერს დაიწყება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისიტეტში შიდა საუნივერსიტეტო "სტუდენტური დღეები" მიმდინარე წლის 7 ნოემბერს დაიწყება.

ღონისძიება სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდება და მას "მანსანკანის" საუნივერსიტეტო ტურნირი გახსნის, რომელიც სასწავლებლის სააქტო დარბაზში 2016 წლის 7 ნოემბერ 17:00 საათზე გაიმართება.

გოგონების ფრენბურთი, ფეხბურთი, ტენისი, მკლავჭიდი, ნარდი, შაში, ჭადრაკი,სროლა, ბილიარდი, კალათბურთი, დართსი, ინტელექტუალური ვიქტორინა, სუდოკუ და ა.შ - ეს იმ ღონისძიებების ჩამონათავლია, რომელიც სტუდენტური დღეების ფარგლებში გაიმართება.

ასევე, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოცხადდება ფოტოს, ესეების და კალიგრაფიის კონკურსი, მოხდება ფილმის ჩვენება და წიგნების განხილვა. გამარჯვებულ სტუდნეტებს "სტუდენტური თვითმმართველობა" დააჯილდოვებს, სადაც აცხადებენ რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება 19 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.

"ღონისძიების დასასრულს ვგეგმავთ მოვიწვიოთ მუსიკალური ჯგუფი, თუმცა ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ვის მოვიწვევთ, ამინდიდან გამომდინარე. ასევე, მოგვიანებით გადაწყდება, სად ჩატარდება სტუდენტური დღეების დაჯილოვების ცერემონია," - განაცხადა თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი ოკრიბელაშვილმა.

"სტუდენტურ დღეებში" მონაწილეობის მიღება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეუძლია. მსურველებმა რეგისტრაცია #1130 აუდიტორიაში, მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე, უნდა გაიარონ.


Print