ახალი ამბები
ქუთაისში საცურაო აუზი ლითოფონის ქარხანასთან აშენდება
FaceBook
ქუთაისში, ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზი ლითოფონის ქარხნის მიმდებარედ აშენდება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარატვენ, რომ ტერიტორია სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ, შეთავაზებული რამდენიმე ადგილიდან, შეარჩია.

"ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზისთვისთვის საჭიროა 4000 კვ.მ, ხოლო ლოთოფონის ქარხნის მიმდებერად არსებული ტერიტორია 3 400 კვ.მ შეადგენს. მის მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დამატებაც გახდა საჭირო. კერძო მესაკუთრეს კი, ადგილის დათმობის სანაცვლოდ, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული შენობა გადაეცემა", - განმარტეს მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, სადაც კერძო მესაკუთრესთვის ქალაქის საკუთრებაში არსებული შენობის გადაცემის საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

თვითმმართველობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მესაკუთრემ, გადაცვლილი ტერიტორიის გადაცემის სანაცვლოდ, 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. გარდა ამისა, მან ბიუჯეტში მიწის ნაკვეთების და გადასაცვლელი ქონების ღირებულების ფასი 260 000 ლარი, უნდა შეიტანოს.

ქუთაისში საწყლოსნო კომპლექსის მშენებლობის დაწყება 2017 წლისთვის არის დაგეგმილი. მასში რამდენიმე დახურული აუზი განთავსდება.

ახალი საცურაო კომპლექსის ასაშენებლად, ქალაქის  მერის განმარტებით, დაახლოებით 5 მილიონი ლარია საჭირო.


Print