ახალი ამბები
კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში საქართველო 113 ქვეყანას შორის 34–ე ადგილზეა
FaceBook
"მსოფლიო სამართლის პროექტის" (World Justice Project) მიერ 2016 წლის კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის რეიტინგი (Rule of Law Index) გამოქვეყნდა.

მასში 113 ქვეყანას შორის საქართველოცაა.

რეიტინგის თანახმად, 2016 წელს საქართველოში კანონის უზენაესობის ინდექსი 0,65 ქულით არის შეფასებული. მოცემული შედეგით ქვეყანა 113 ქვეყანას შორის 34-ე ადგილზეა.

0.65 ქულა მიიღო საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში 2015 წელსაც, 2014 წელს - 0,53, ხოლო 2012 – 0,48 ქულა.

კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში სკანდინავიის ქვეყნები: დანია, ნორვეგია და ფინეთი 0,89, 0,88 და 0,87 ქულებით ლიდერობენ.

ნონის უზენაესობის გლობალური ინდექსის რეიტინგზე ანალიზს არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI აკეთებს.

"2016 წელს საქართველომ იგივე შედეგი აჩვენა რაც წინა - 2015 წელს, შესაბამისად საერთო ჯამში არ შეიმჩნევა გაუმჯობესება ბოლო წლის განმავლობაში. კანონის უზენაესობის ინდექსის რვა კომპონენტს შორის ქვეყანაში მნიშვნელოვანი გაუარესება შეიმჩნევა წესრიგისა და უსაფრთხოების მხრივ. 2015 წელთან შედარებით დაბალი შეფასება აქვს საქართველოს ასევე სამოქალაქო მართლმსაჯულების კომპონენტში. მიუხედავად ამისა, 2016 წლის განმავლობაში საქართველოში მცირედით გაუმჯობესდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მდგომარეობა," – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ ანალიზში.

Print