ახალი ამბები
ცესკო არჩევნების მეორე ტურისთვის 2 226 600 ბიულეტენს დაბეჭდავს
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის 2 226 600 ბიულეტენს ბეჭდავს.


ბიულეტენები სომხურ-ქართულ, აზერბაიჯანულ-ქართულ და სომხურ-ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე დაიბეჭდება.

თვითმმართველი ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის 14 000 ბიულეტენი უნდა დაიბეჭდოს, თვითმმართველი თემების გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის - 133 050, ხოლო ლაგოდეხისა და სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის 4200 ბიულეტენი.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს 50 ოლქში ტარდება.
Print