ახალი ამბები
ქუთაისში მუზეუმი "აიეტის დარბაზი" გაიხსნება (ფოტო)
FaceBook

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მცირე მუზეუმი "აიეტის დარბაზი" მოეწყობა.


ამ მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს 54 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ელექტრონულ შესყიდვაზე განაცხადების მიღება 2016 წლის 27 ოქტომბრიდან დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "მიმწოდებელი" ვალდებულია ქუთაისში, ტურიზმის ახალ საინფორმაციო ცენტრში, რომელიც რუსთაველის №9-ში გაიხსნება, "აიეტის დარბაზისთვის" ცვილის ფიგურები დაამზადოს.

მეფის ტახტი, რელიეფური ეტრაქტი "არგონავტების" გემის გამოსახულებით, დრაკონი, ოქროს საწმისი, ტახტრევანზე მჯდომი მეფე აიეტი - ეს ის ნივთებია, რომელთა ცვილის ფიგურები ტენდერში გამარჯვებულმა უნდა დაამზადოს.

ელექტრონულ შესყიდვაზე წინადადებების მიღების ვადა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს იწურება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მცირე მუზეუმი, ხელშეკრულების დადებიდან, 2016 წლის 25 დეკემბრამდე უნდა მოაწყოს.




 

Print