ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი-ქალაქში აღარ დარჩა სკვერი, ბაღი და თავისუფალი მიწა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს 2006-2015 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ქონების კანონიერების შემსწავლელი  სამუშაო ჯგუფის ხემძღვანელი, გია ქობალიანი, ჯგუფის მიერ შესწავლილ პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საბრობს.


მისი თქმით, უკვე დასრულებულია 2012 წლის ფაქტების შესწავლა, რა დროსაც ათეულობით უკანონო გასხვისების ფაქტია გამოვლენილი.

"თითქმის ყველა საქმეში, რაც შევისწავლეთ, უკანონობა იკვეთება. ათეულობით ასეთი ფაქტია.  ქუთაისში აღარ დარჩა სკვერი, ბაღი და თავისუფალი ადგილი, რომელიც ქალაქისთვის იქნებოდა სტრატეგიული. გასხვისება ხდებოდა სხვადასხვა ფორმით. იყო შემთხვევები, როცა ავტოსამრეცხაოების მშენებლობას ეწირებოდა ასწლოვანი ხეები",-აცხადებს ქობალიანი.

მისივე თქმით, დროებითი სამუშაო ჯგუფს კანონდარღვევებზე სამართლებრივი რეაგირების  უფლებამოსილება არ გააჩნია, რის გამოც მსგავსი ფაქტები შესასწავლად შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.

ქუთაისის საკრებულოში, დროებითი სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის 27 აპრილს შეიქმნა.
Print