ახალი ამბები
ხმა მივცეთ "ოცნების" კანდიდატებს - ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების მოწოდება
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლებმა, საკრებულოს   რიგით #27-ე  სხდომა  პოლიტიკური განცხადებების და მოწოდებებისთვის გამოიყენეს.



სხდომაზე 30 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" ქუთაისის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხადაჭერისკენ მოსახლეობას პირველმა შოთა მურღულიამ მოუწოდა.

ქალაქის  პირველი პირი დაახლოებით 10 წუთის  განმავლობაში ამტკიცებდა, თუ  რამდენად მნიშვნლოვანი და სასარგებლო არის ქალაქის მაჟორიტარად მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ დასახელებული კანდიდატები.  მურღულიამ სხდომაზე ისიც განმარტა, თუ რა ზიანი შეიძლება მოყვეს ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების  ქალაქის მაჟორიტარად არჩევას. 

შოთა მურღულიას  საკრებულოს დეპუტატებმაც მიბაძეს. მაგალითად,  საკრებულოს  წევრმა და  8 ოქტომბრის არჩევნებზე  "თოფაძე-მრეწველებიდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კამერების წინ უკვე მეორედ დააფიქსირა "ოცნების" კანდიდატების მხადაჭერა.  ლაშა გვენეტაძეს ასეთი ღია თანდგომის შემდეგ  საკრებულოში ერთი თვის წინ გაუქმებული ფრაქცია ისევ დაურეგისტრდა.

"მხარს ვუჭერ "ოცნების" ქუთაისის  სამივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს" - განაცხადა საკრებულოს უკვე უმრავლეობის წევრმა ლელა ქელბაქიანმა. 

"ქუთაისის მოსახლეობას მოვუწოდებ, მაქსიმალური მობილიზება  და  ხმა მივცეთ "ქართული ოცნების" კანდიდატებს", -   ასეთი მოწოდებით გამოვიდა საკრებულოს უმრავლეობის კიდევ ერთი წარმომადგენლი, გელა გაბადაძე.

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხის კენჭისყრა მალევე მოხდა. სამაგიეროდ,  საკითხების კენჭისყრაზე უფრო მეტი დრო 30 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების"   გამარჯვების მნიშვნელობის ხაზგასმას დაეთმო.




Print