ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე 418 პირი დარეგისტრირდა
FaceBook

საქართველოში მოდულ და პროფესიულ პროგრამებზე მიღება დასრულდა.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამებზე სულ 418 აპლიკანტი დარეგისტრირდა, ხოლო სწავლას ტესტირების გავლის შემდეგ 295 მათგანი გააგრძელებს.

სასწავლებელში აცხადებენ, რომ ახალი პროგრამისადმი აპლიკანტების დაინტერესება დიდია.

"არის პროფესიები, რომლებზეც ორმაგი მოთხოვნაა და სტუდენტებს მოუწევთ კონკურენციის პირობებში მაღალი ქულები დააგროვონ," - აცხადებენ წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს 09:00 საათიდან პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში, საგანამანათლებლო რესურცენტრებსა და საინფორმაციო ცენტრებში ჩატარდება

აპლიკანტებს პრეტესტში მონაწილეობა 2016 წლის 28 ოქტომბერს შეეძლებათ.

პროფესიული ტესტირებისთვის საგამოცდო ბარათები პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლესსასწავლებლებში, საგანამანათლებლო რესურცენტრებსა და საინფორმაციო ცენტრებში მიმდინარე წლის 24 ოქტომბრიდან გაიცემა.

საგამოცდო ბარათზე მითითებული არის აპლიკანტის პირადი ინფორმაცია, რეგისტრაციის დრო, საგამოცდო ცენტრის მისამართი და ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.

 


წერეთლის უნივერსიტეტმა 19 მოდულურ და საგნობრივ პროფესიულ პროგრამაზე მიღება მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გამოაცხადა.

საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებისთვის სწავლა მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 8 - 26 თვე იქნება სტუდენტის სწავლის თანხას, რომელიც თითოეული მათგანისთვის 2 250 ლარს შეადგენს, სახელმწიფო დააფინანსებს.

 

Print