ახალი ამბები
ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
FaceBook
მალაიზიაში, ქალაქ პენანგში ძალოსნობაში ჭაბუკებს (U17) შორის მსოფლიოს პირველობა დასრულდა.

94 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძემ ატაცში 154 კგ, აკვრაშიკი 186 კგ. დაიმორჩილა და ორჭიდში მოპოვებული შედეგით - 340 კგ. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მალაიზიაში 2 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. + 94 კგ წონით კატეგორიაში B ჯგუფში გამოვიდა თორნიკე ტაბატაძე, რომელმაც მე-4 ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ჩხეიძე, ჭაბუკთა ნაკრების წევრებთან ერთად საქართველოში 26 ოქტომბერს დაბრუნდება.


Print