ახალი ამბები
ანტალიაში ძლიერი აფეთქება მოხდა
FaceBook
CNN Turk-ის უწყებით ანტალიაში, სავაჭრო–სამრეწველო პალატის შენობასთან არსებულ ავტოსადგომზე აფეთქება მოხდა.

შემთვევის შედეგად შენობის მინები დაიმსხვრა და იქ მყოფი 10 ადამიანი დაშავდა.

აფეთქება 2016 წლის 25 ოქტომბერს დილის 8:50 სთ–ზე მოხდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო–სამედიცინო დახმარება.

აფექთების დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ანტალიის მერის განცხადებით, ტერაქტის კვალიფიკაციაზე საუბარი ნაადრევია და ამ საკითხზე ადგილობრივი პოლიცია მუშაობს.




Print