ახალი ამბები
"ძალა ნდობას" – შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას იწყებს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია "ძალა ნდობას" დაიწყო.

კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში" ფარგლებში ხორციელდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მისი მიზანი ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

"ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ ძალზე მგრძნობიარე პრობლემის დასაძლევად, იმისთვის, რომ პოლიციელმა შეძლოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მივმართავ ყველა მსხვერპლს: არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას! ნუ შეშინდებით! მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი, თქვენ გვერდით ვართ, იმისთვის, რომ დაგიცვათ!" - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კამპანიის პრეზენტაცია შს სამინისტროში მოეწყო.


Print