ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა" - ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სხვა შანსი აღარ ექნება
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს, კვლავ მოუწოდებს პარლამენტის ქუთაისში დატოვებისთვის იბრძოლოს.

პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქალაქში მოქმედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"თუ ხელისუფლებამ მეორე ტურის შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, პარლამენტს გადაიტანენ და ასეთი შანსი ქალაქს აღარ ექნება. ამიტომ, ვთავაზობ ქუთაისელებს, ჩემი სახელი და გვარი, რომელიც ბიულეტენშია მითითებული, გამოიყენონ პარლამენტის შესანარჩუნებლად,"-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისი აზრით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეცდომა დაუშვა, როცა მგავსი კამპანია არჩევნებამდეც არ აწარმოა.

საკითხზე სასაუბროდ 15 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მიწვეული, თუმცა, მათი უმრავლესობა შეხვედრაზე არ მივიდა.

ქუთაისის მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატის, გია თევდორაძის თქმით, აღნიშნული ფატქი იმაზე მეტყველებს, რომ ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებაში სათანადო კონცენტრაცია არ არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები უკვე შეხვდენენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს და ამ საკითხის გააქტიურებისკენ მოუწოდეს.



Print