ახალი ამბები
ქუთაისში გელათის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
FaceBook
ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.

როგორც ადგილობრივები საუბრობენ, ავარიული შენობა დიდი ხნის მიტოვებული იყო.

"ცეცხლის ალის დანახვისთანავე საკუთარი ძალებით ვეცადეთ ხანძრის ჩაქრობა. რომ არა სამაშველო სამსახურის სწრაფი რეაგირება, ახლო მდებარე სახლებზეც გავრცელდებოდა ცეცხლი," – ამბობენ ისინი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ. მეტრამდე შენობა–ნაგებობა.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა და ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოხდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.


რეზი ბურჯანაძე
Print