ახალი ამბები
ქუთაისელი "მრეწველები" მეორე ტურში მხარდაჭერას "ქართული ოცნების" კანდიდატებს უცხადებენ
FaceBook

"გოგი თოფაძე - მრეწველების" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები მხარდაჭერას "ქართული ოცნების" მაჟორირატობის კანდიდატებს უცხადებენ.



ამის შესახებ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და 8 ოქტომბრის არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლაშა გვენატაძემ განაცხადა.

მან თავის ამომრჩევლებს ქუთაისში "ქართული ოცნების" სამივე მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ლაშა გვენეტაძე ქუთაისის #47-ე საარჩევნო,ოქლში იყრიდა კენჭს.  8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მან  910 ხმა მიიღო.

"გოგი თოფაძე მრეწველები" 2012 წლიდან კოალიცია "ქართული ოცნების" შემადგელობაში შედიოდა. თუმცა, მიმდინარე წელს პარტია კოალიციას გამოეყო.

 

Print