ახალი ამბები
მე–7–12 კლასების პედაგოგები გადამზადების კურსებს გაივლიან
FaceBook
მე–7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის პედაგოგებს გადამზადების კურსები ჩაუტადებათ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს "მასწავლებელთა და სკოლის სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის" ფარგლებში ტრენინგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

პროექტის სამიზნე ჯგუფის გადამზადება ორ ნაკადად ჩატარდება.

2016-2017 სასწავლო წელს გრძელვადიანი გადამზადების კურსს 9000 მასწავლებელი დაიწყებს. პედაგოგთა მეორე ნაკადს ტრენინგები 2017-2018 სასწავლო წელს ჩაუტარდება.

ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, პედაგოგთა 114 ჯგუფის ტრენინგები მიმდინარეობს, გასულ კვირას უკვე გადამზადდა 116 ჯგუფი.

მასწავლებლები პირველ ეტაპზე ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველ მოდულში - "მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები", სკოლის ბაზაზე დატრენინგდებიან.

ტრენინგები შაბათ-კვირას სკოლებში ჩატარდება. პირველი ტრენინგ-მოდული 12 საკონტაქტო საათისგან შედგება და მაქსიმალურად დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, მთლიანობაში ზოგადპროფესიული უნარების სამი მოდულისა და საგნობრივი მეთოდიკის მოდულისგან შედგება.

კურსი თითოეული ნაკადისთვის 9 თვეზეა გაწერილი და მოიცავს ტრენინგზე შეძენილი ცოდნისა და
უნარების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის კომპონენტებს, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების მიზნით, რეგიონულ დონეზე მასწავლებელთა შეხვედრების ორგანიზებას.

კურსს სერტიფიცირებული ტრენერები უძღვებიან, რომლებიც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტისა და ტრენერთა სკოლის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს კონსულტანტების მიერ შემუშავებული პროგრამით გადამზადდნენ.

პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.


Print