ახალი ამბები
ტაქსი, რომელიც ნასვამ მძღოლს უფასოდ მოემსახურება
FaceBook
ნასვამმა მძღოლებმა სპეციალურ მოწყობილობაში უნდა ჩაბერონ, რომელიც ადასტურებს მგზავრის ნასვამობას.

ტაქსების კომპანია "უბერი" ნასვამ მძღოლებს უფასოდ მოემსახურება.
კანადაში წამოწყებული კამპანიის მიზანს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების საჭესთან დაჯდომის პრევენცია წარმოადგენს. სურვილის შემთხვევაში, ნასვამ მძღოლს შეუძლია ქუჩის სპეციალური კიოსკით ისარგებლოს და ტაქსი უფასოდ გამოიძახოს. თუმცა, ამისთვის მათ კიოსკზე დამონტაჟებულ სპეციალურ მოწყობილობაში უნდა ჩაბერონ, რომელიც ადასტურებს მგზავრის ნასვამობას.

უბერ-ტაქსების სლოგანია "თქვენ სვამთ, ჩვენ მიგვყავხარ, ჩაბერეთ აქ უფასო მომსახურებისთვის". ნასვამი მძღოლების წინააღმდეგ კანადაში მკაცრი ჯარიმები მოქმედებს. ამას გარდა, დიდია რისკი იმისა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მძღოლებმა საგზაო წესები დაარღვიონ, რაც შესაძლოა ხშირ შემთხვევაში ფატალურიც აღმოჩნდეს. ამის თავიდან აცილება კი უბერ-ტაქსების ახალი კამპანიის მეშვეობით შესაძლებელი გახდა.

bpn.ge
Print