ახალი ამბები
აწსუ მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომსახურებაში 15 500 ლარს დახარჯავს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საავტომობილო ტრასპორტის მომსახურებებზე ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 500 ლარს შეადგენს.

ავტობუსისა და მიკროავტობუსის მომსახურების შესყიდვის ტენდერი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიკროავტობუსი არანაკლებ 18 ადგილიანი და კომფორტული უნდა იყოს. ასევე, უნდა ჰქონდეს გათბობა/კონდიცირების სისტემა, რეგულირებადი რბილი სავარძლები, TV-მონიტორი და მიკროფონი. მომსახურეობის სავარაუდო კილომეტრაჟი 18 000 კმ-ს შედგენს.

ანალოგიური მოთხოვნებია 40 ადგილიანი ავტობუსის მიმართაც, თუმცა მისი სავარაუდო კილომეტრაჟი 4 500 კმ-ია.

დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ დაუტვირთავი სვლა გეზი არ ანაზღაურდება.

"მაგალითად, თუ კი მგზავრები არის წამოსაყვანი ქ. თბილისიდან ქ. ქუთაისამდე, ანაზღაურდება ტრანსპორტირების მხოლოდ ერთი გზა: თბილისი - ქუთაისის მარშრუტი", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

ტენდერში გამარჯვებულმა მგზავრთა ტრანსპორტირება, მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს.







Print