ახალი ამბები
საქართველოს ორ რაიონში დღეს განმეორებითი კენჭისყრა ტარდება
FaceBook
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა ორი რეგიონის 4 საარჩევნო უბანზე იმართება.

მაჟორიტარ დეპუტატებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარსა და განმუხურში და მარნეულის მუნიციალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს მცხოვრებლები ირჩევენ.

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში ორი საარჩევნო უბანია გახსნილი (№66.67.38, №66.67.79), ხოლო სოფელ განმუხურში ერთი (№66.67.108).

ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სამივე უბანზე, ასევე იმართება გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. შესაბამისად, ამომრჩევლები ამ უბნებზე 2-2 ბიულეტენს მიიღებენ.

ერთ უბანზე (№36.22.48) მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში.

ზუგდიდსა და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდიარე წლის 8 ოქტომბერს აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო პროცესი ინცინდენტების გამო ჩაიშალა.
Print