ახალი ამბები
ბაღდათში, სოფელ ობჩაში ტექსტილის გამოფენა გაიმართება
FaceBook

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში, ყოფილი ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ტექსტილის გამოფენა მოეწყობა.


პროექტი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით, "არქეიდის" ორგანიზებით ხორციელდება.

"არქეიდის პროექტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში მიმდინარე წლის მაისში ტექსტილის სახელოსნო გაიხსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობამ ტექსტილზე მუშაობის ტექნიკა შეისწავლა. ამ ეტპზე პროექტი დასასრულდა და გადავწყვიტეთ ობჩაში, ყოფილი ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოვაწყოთ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა," - განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბარში "არქეიდის" ხელმძღვანელმა, ნინო მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, სოფელ ობჩაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, პროექტის მონაწილე 30 ბავშვის ჯგუფური და ინდივიდუალური ნამუშევრების გაყიდვა კი "არქეიდის" ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

ტექსტილის გამოფენა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.


 



 

Print