ახალი ამბები
ქუთაისში ჰაერის მაღალი დაბინძურება ჭავჭავაძის გამზირზეა
FaceBook
ქუთაისში მტვრის ნაწილაკებით დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას 3,4-ჯერ აღემატება.

"მტვრის ნაწილაკებით ყველაზე მეტად ჭავჭავაძის გამზირი და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია არის დაბინძურებული".

ეს განცხადება გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, თამარ ბაგრატიამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, მტვრის ნაწილაკებით დაბინძურება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეინიშნება.

"სხვა ქალაქებშიც რთული მდგომარეობა გვაქვს. ქუთაისში მტვრის ნაწილაკების დიდი დონე შეინიშნება. ვფიქრობდით, რომ ავტომაგისტრალი ამ მხრივ მდგომარეობას შეამსუბუქებდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა," - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ქუთაისში გოგირდის დიოქსიდის, ნახშიროჟანგის, აზოტის, ტყვიისა და ოზონის მაჩვენებლები დაშვებულ ნორმებს არ აღემატება.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში 2016 წლის 9 თვის კვლევის შედეგები წარმოადგინა.



Print