ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში პროტოკოლსა და ეტიკეტზე ტრენინგები ჩატარდება
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტოკოლის წესებზე და ეტიკეტზე ტრენინგები ჩატარდება.



ოფიციალური პირების მიღების პროტოკოლური საკითხები, კოლეგებს შორის ურთიერთობის, სატელეფონო და ხელძღვანელთა ეტიკეტი, ოფიციალურ მიღებაზე ქცევის წესები და ჟესტების ენა – ამ საკითხებზე წერეთლის უნივესიტეტის სტუდენტებისთვის ორი დღის განმავლობაში ტრენინგები გაიმართება.

აკადემიურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მათი ჩატარება სტუდენტების მაღალი ინტერესის გამო გადაწყვიტეს.

"სასწავლებლის სტუდენტებმა თავად გამოთქვეს სურვილი მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ ეტიკეტის შესახებ," - აცხადებს ტრენინგის ორგანიზატორი, ვანო ჟორჟოლიანი.

მისივე განმარტებით, ტრენინგზე დასწრების მსურველთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ეტიკეტის და პროტოკოლის სწავლების მსურველებს რეგიტრაციის გავლა წერეთლის უნივერსიტეტის #1135 აუდიოტრიაში, 2016 წლის 30 ოქტომბრამდე შეუძლიათ.


 

 

Print