ახალი ამბები
ქუთაისში აღდგომის დღესასწაულზე ტრანსპორტი უფასოდ 13 საათამდე იმუშავებს
FaceBook
ქუთაისში 12-13 აპრილს ტრანსპორტი 9:00 საათიდან 13:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს. უკვე დადგენილია სააღდგომოდ ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულელები:

საფიჩხია–ოღასკურა–გორა–საქუსლიას სასაფლაოების მიმართულებით ორი ერთეული მირკოავტობუსი დაინიშნება.
ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ერთი ერთეული მიკროავტობუსი ვარდიგორას სასაფლაოსკენ იმოძრავებს.
წითელი ხიდიდან ძელქვიანის და ავანგარდის სასაფლაოების მიმართულებით მგზავრებს თითო–თითო მიკროავტობუსი გადაიყვანს. ასევე ერთი სატრანსპორტო საშუალება იქნება გათვალისწინებული ოღასკურიდან ქვიტირის სასაფალოსკენ. მერიის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ 12 აპრილს ქალაქში დანიშნული უფასო ტრანსპორტის პარალელურად, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
Print