ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები იწყება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები იწყება.

სასწავლო დაწესებულების სტუდენტურ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მონაწილეები რეგისტრაციას მომავალი კვირიდან შეძლებენ. 

"ამ დროისთვის იგეგმება სტუდენტური დღეების პროგრამა," - განაცხადა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი ოკრიბელაშვილმა.

მისი თქმით, წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩატარდება, თუმცა კონკრეტული თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.

Print