ახალი ამბები
ქუთაისის 500 მილიონიანი ინფრასტრუქტურა 37 წამში
FaceBook
"ქუთაისი ქვეყნის ჩემპიონია"- ამ სლოგანით 37 წამიან ვიდეორგოლში, ქუთაისის მერიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორცილებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაატია.
კლიპის მიხედვით, ქალაქის კეთილმოწყობისთვის 500 მილიონი ლარი იხარჯება, რომლის ფარგლებშიც, ქალაქს მალე 24 საათიანი წყალმომარაგება და სრულად მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი ექნება.

კლიპში ასევე ნაჩვენებია ქალაქში მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტები. მაგალითად, სიჩქარის შემაკავებლები, სპორტული მოედნები და სხვა.

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკვე მომზადებული კლიპის რეკალმირებისთვის 80 000 ლარიანი ტენდერი მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, ვიდეორგოლი ორ სატელევიზიო ეთერში 10 დღის განმავლობაში უნდა განთავსდეს.


Print