ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში სააღდგომოდ პრემიები არ გაცემულა
FaceBook
2014 წელს სააღდგომოდ ყველაზე დიდი ოდენობის პრემია, 2750 ლარი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას ერგო.

ქუთაისის მერიაში სააღდგომო პრემიები არ გაცემულა. ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე წელს პრემია მხოლოდ ერთხელ, 3 მარტს გაიცა.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას  განმარტებით, პრემიების გაცემა  მერიაში დამსახურების მიხედვით  მოხდება.
"ყველა სამსახურში მოხდება შეჯამება  ვინ როგორ შეასრულა სამუშაოები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება პრემიის გაცემა", - ამბობს მურღულია.
მიმდინარე წლისგან განსხვავებით, 2014 წელს ქუთაისის მერიის თანამშრომლების სააღდგომოდ პრემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 352 510 ლარი გაიცა. მაშინ ყველაზე დიდი ოდენობის პრემია, 2750 ლარი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას ერგო. ასევე,  მაღალი ოდენობის პრემია  -  2050-2050 ლარი მიიღეს ვიცე-მერებმაც (ნოდარ მიქიაშვილი, ნიკო კაჭკაჭიშვილი, კოტე ქავთარაძე).
თეკლე მორგოშია
Print