ახალი ამბები
"უRბან არტ" - უ(რ)ბანული ხელოვნების საღამო ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის მერიის ორგანიზებით, 19 ოქტომბერს,  ავტოქარხნის დასახლებაში   გამოფენა და პერფორმანსი მოეწყობა.  

პროექტის "უ(რ)ბანული ხელოვნება" ფარგლებში,  ადგილობრივები თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ. დაგეგმილია  რამდენიმე მხატვრის ნახატების გამოფენა და პერფორმანსი. 

თავიანთ  შემოქმედებას წარმოადგენენ პოეტებიც. საღამოზე  მოწვეული არიან   მუსიკალური ჯგუფებიც.   

"უRბან არტ" -ის  მიზანია  ტერიტორიულ ორგანოებში მცხოვრებ შემოქმედთა შესაძლებლობების  ფართო მასებისთვის გაცნობა. 

პროექტის ავტორთა თქმით,  უ(რ)ბანული  შემოქმედების პოპულარიზაციის ინიციატივა  თავად  ადგილობრივებს ეკუთვნით და სხვა უბნების  მცხოვრებთა სურვილის შემთხვევაში, პროექტი გაგრძელდება.

საღამო ღია ცის ქვეშ,  ავტომშენებლის #7 ში არსებული ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. პროექტის განხორციელება დაგეგმილია ადგილობრივთა ორგანიზებითა და დახმარებით, რომლებიც ბაღის დასუფთავებაშიც მიიღებენ მონაწილეობას. 


Print