ახალი ამბები
50 მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი ტური 30 ოქტომბერს გაიმართება
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღს აქვეყნებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით  50 ოლქში მეორე ტური მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება უბნებზე განმეორებით კენჭისყრას,  ამომრჩევლები მაჟორიტარებს  კიდევ ერთხელ ზუგდიდისა და მარნეულის ოლქში, მიმდინარე წლის   22 ოქტომბერს აირჩევენ.   ზუგდიდში განმეორებითი კენჭისყრა ასევე ჩატარდება გამგებლის არჩევის მიზნით. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით,  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები.

8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება  №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები",- ნათქვამია ცეკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  
Print