ახალი ამბები
ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათება ჩართულია
FaceBook
ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათება ჩართულია.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, კეთილმოწყობის სამსახურის ჯგუფმა ღამის საათებში იმუშავა.

"ავარიულად იყო ამორთული განათება, პრობლემა აღმოფხვრილია და განათება ჩართულია," - ამბობენ ქუთაისის მერიაში.

ირაკლი აბაშიძის გამზირზე გათიშული გარე განათების თაობაზე, მერიას "ქუთაისიპოსტმა" აცნობა, რის შემდეგაც, მერიის შესაბამისი სამსახურის ჯგუფი, ადგილზე პრობლემის გადასაჭრელად გავიდა.

ირაკლი აბაშიძის გამზირზე, გარე განათება მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გაითიშა, რა დროსაც ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიას შუახნის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Print