ახალი ამბები
ქუთაისში ავარიის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა
FaceBook
ქვეითი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ირაკლი აბაშიძის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს მოხდა.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე, შუახნის ქალბატონი ინტერვენციულ საავადმყოფოში დაიღუპა.

ადგილობრივების თქმით, ქალი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა და ქუჩას კვეთდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.

მოსახლეობის განმარტებით, ავარიის დროს, ირაკლი აბაშიძის გამზირზე გარე განათება არ მუშაობდა, როს გამოც ქუჩაზე ცუდი ხილვადობა იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს–ში განმარტავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაზე უწყებაში შეტყობინების შესვლის დროს ქვეითი გარდაცვლილი არ იყო, გარდაცვალების ფაქტის შემდეგ კი საქმე გადაკვალიფიცირდება.





Print