ახალი ამბები
ქუთაისის მერი - არ მოხდება ბიზნესსაქმიანობაში უხეში ჩარევა
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.

თუმცა, აღნიშნავს, რომ არ მოხდება ბიზნესსაქმიანობაში უხეში ჩარევა.
"ჩვენ ყველა პირობას შევქნით ბიზნესის განსავითარებლად. უნდა იყოს მაღალი კონკურცია თავად მეწარმეებს შორის. მაგრამ, ჩვენი მხრიდან არ მოხდება ჩარევა მათ საქმიანობაში, რადგან, როცა ბიზნსეში ერთის სასარგებლოდ ერევი, იქ მეორე იჩაგრება და ეს არ უნდა მოხდეს", - განმრტავს ქუთაისის მერი.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინიციატივით ქალაქში არსებული ბიზნეს ობიექტების პირობების შესწვალა ხორციელდება. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, აღნიშნული აღწერა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. 
თეკლე მორგოშია
Print