ახალი ამბები
შსს–მ ტყიბულში მამაკაცი დააკავა
FaceBook
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ს. დააკავეს.

მას პირადი ჩხრეკისას, "ტე-ტე"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა აღმოუჩინეს.

შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

Print