ახალი ამბები
ქუთაისში ჯიბლაძის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აიკრძალა
FaceBook
ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე ავტომანქანებისთვის ორმხრივი მოძრაობა აიკრძალა. ამ ქუჩაზე შესვლა უკვე თამარ მეფის ქუჩიდანაა შესაძლებლი.

ჯიბლაძის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ავტოსაგზაო შემთხვევებს ქმნიდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლები ორმხრივი მოძრაობის გაუქმებას ითხოვდნენ. მათ ამ მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვეს.

"ვიწრო ქუჩაა და არ უნდა იყოს აქ ორმხრივი მოძრობა. ამის გამო, ხშირად საავარიო სიტუაცია იქმნება. უნდა გადაწყვიტონ რომელი ქუჩიდან, წერეთლიდან თუ თამარ მეფის ქუჩიდან დატოვებენ ცალმხრივ შემოსასველს ", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, ციცინო ბოჭორიშვილი.
Print