ახალი ამბები
ავარია ქუთაისში - ავტომობილი ქვეითს დაეხაჯა
FaceBook
ქუთაისში ირაკლი აბაშიძის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარეტერიტორიაზე, შუახნის ქალბატონს ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა და ქუჩას კვეთდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

"აქვე ცხოვრობს ეს ქალი. დაახლოებით 65 წლისაა. როგორც ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი," - ამბობენ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლები.

მათივე თქმით, ავარიის მიზეზი არა ავტომობილის მძღოლის სისწრაფე, არამედ ქუჩაზე გათიშული გარე განათების ლამპიონებია.

"გარე განათება გათიშულია, სიბნელეა და ამან გამოიწვია ავარია. მძღოლმა ვერ დაინახა ქვეითად მავალი, რომელიც გზას ჭრიდა," - ამბობენ ადგილობრივები.

მათივე განმარტებით, ირაკლი აბაშიძის გამზირზე გარე ნათება, ღამის საათებში, მეორე დღეა გათიშულია.

ავარიის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ირაკლი აბაშიძის გამზირზე გარე განათების გათიშვა, სავარდუდოდ ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.

ქუთაისიპოსტის დაკავშირების შემდეგ, მერიის შესაბამისი სამსახურის ჯგუფი, ადგილზე პრობლემის გადასაჭრელად გავიდა.
Print