ახალი ამბები
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უფრო მეტი ქალი მონაწილეობდა, ვიდრე მამაკაცი
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უფრო მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა, ვიდრე მამაკაცმა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, 8 ოქტომბერს საკუთარი ხმა 927 069-მა ქალმა დააფიქსირა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 51, 1%-ია.

რაც შეეხება კენჭისყრაში მამაკაცთა აქტიურობას, არჩევნებზე მხოლოდ 887 207 მათგანი მივიდა, რაც დაფიქსირებული ხმების 48.9%-ია.

ცესკოს მონაცემებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 814 276–მა მოქალაქემ მიიღო.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ერთიან სიაში სულ 3 473 316 ამომრჩეველია რეგისტრირებული.



Print