ახალი ამბები
ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები დროულად გამოიძიონ - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს, სადაც ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები გააპროტესტეს

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე", "არა აგრესიას ჟურნალისტებზე", "მედია ზეწოლის გარეშე", - ეს ის მესიჯებია, რომლითაც ჟურნალისტები ქუთაისში 90 - ე საარჩევნო უბანზე მომხდარს აპროტესტებენ და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

"თავისუფალი მედია რომ შეზღუდვების გარეშე უნდა მუშაობდეს და ჟურნალისტებს თავს არ უნდა ესხმოდენ, ამას ვამბობდით გასულ წელსაც. მახსოვს სწორედ ამ ადგილზე მედიაზე ზეწოლის ფაქტებს ვგმობდით, სამწუხაროდ ახლაც გვიწევს ამ თემაზე საუბარი,"- ამბობს ტელეკომპანია იბერიის ჟურნალისტი ლევან ფანცხავა.

შეგახსენებთ, არჩევნების დღეს, ქუთაისში 90-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს,სავარაუდოდ , ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდენენ, რა დროსაც ტელეკომპანიების GDS - ის და იბერიის ტელეკამერები დაზიანდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ფაქტზე მიმდინარეობს  გამოძიება.

მათივე ინფორმაციით, საქმის ირგვლივ არის ახალი დეტალები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე საჯაროდ ჯერჯერობით არ საუბრობენ.
Print